პაატა მანჯგალაძე - ღარიბაშვილი თუ ასე ღრმად მორწმუნეა, შეუძლია, თავად მიიღოს დარიშხანი და დაელოდოს ღმერთის ნების აღსრულებას
პაატა მანჯგალაძე - ღარიბაშვილი თუ ასე ღრმად მორწმუნეა, შეუძლია, თავად მიიღოს დარიშხანი და დაელოდოს ღმერთის ნების აღსრულებას

ყველაფერს გავაკეთებთ კონსტიტუციის ფარგლებში, რომ ადამიანი, ტყვე, რომელიც ხელისუფლების მძევალია, არ იყოს მოკვდინებული რუსული სპეცსამსახურების მიერ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

პაატა მანჯგალაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებაზე, რომ ყველას სიცოცხლე აბარია ღმერთს და ვერ იქნება ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი.

„წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა ვნახეთ ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან. დაწყებულია ძალიან ბინძური პროპაგანდა, რომ თურმე სააკაშვილი თვითგანადგურებას ეწევა და მათი პასუხისმგებლობა არ არის. ღარიბაშვილი უფრო შორს წავიდა და ეს ყველაფერი ღმერთს დააბრალა. სააკაშვილთან დაკავშირებით სახეზეა აშკარა შეთქმულება. ღარიბაშვილი თუ ასე ღრმად მორწმუნეა, თავად შეუძლია, მიიღოს დარიშხანი და შემდეგ დაელოდოს ღმერთის ნების აღსრულებას. სასამართლოს აქვს ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ სააკაშვილის აღკვეთის ღინისძიება შეიცვალოს და მას მიეცეს სამკურნალოდ გადაყვანის შესაძლებლობა. ყველაფერს გავაკეთებთ კონსტიტუციის ფარგლებში, რომ ადამიანი, ტყვე, რომელიც ხელისუფლების მძევალია, არ იყოს მოკვდინებული რუსული სპეცსამსახურების მიერ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.