პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ შემთხვევაში საუბარია საერთო პლატფორმასა და დიდ ოპოზიციურ ფრონტზე
პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ შემთხვევაში საუბარია საერთო პლატფორმასა და დიდ ოპოზიციურ ფრონტზე

ეს არ არის პარტიების გაერთიანება, ეს არის პროდასავლურ პლატფორმაზე საუბარი, ჩვენ არ ვადგენთ აქ წესებს, ეს იქნება საერთო პლატფორმა, დიდი ოპოზიციური ფრონტი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“, დროასა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა არ არის პარტიულ განსხვავებებზე საუბრის დრო.

„ჩვენ გამოვდივართ იმ რეალობიდან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დააკარგვინა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი და არსებობს რისკი, რომ 2013 წელსაც ვერ მიიღოს ქვეყანამ ეს სტატუსი. შესაბამისად, ახლა არ არის პარტიულ განსხვავებებზე საუბრის დრო. ახლა არის ერთიანობის დრო, საქართველოს გადარჩენის დრო და ჩვენ მზად ვართ, რომ ამ მიმართულებით გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები“, – განაცხადა მანჯგალაძემ.