პაატა მანჯგალაძე - ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები იყო კრიტიკული, მაგრამ სამართლიანი, იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ გაიზიარებს ამ კრიტიკას
პაატა მანჯგალაძე - ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები იყო კრიტიკული, მაგრამ სამართლიანი, იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ გაიზიარებს ამ კრიტიკას

ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები იყო კრიტიკული, მაგრამ ამავე დროს სამართლიანი. იმედი მაქვს, ამ სამართლიან კრიტიკას გაიზიარებს „ქართული ოცნება“ და ამას არ მოჰყვება ჩვენი ევროპელი პარტნიორების ლანძღვა-გინების კამპანია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კრიტიკასთან ერთად, ევროპარლამენტში საუბრობენ, რომ ქვეყანას ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭონ.

„კრიტიკასთან ერთად, საუბარია იმაზე, რომ მაინც უნდა მისცენ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას და „ქართულ ოცნებას“ არ უნდა გადავაყოლოთ საქართველო. თუ ასეთი ადვილია ზემოქმედება ევროპარლამენტარებზე, რატომ არ მოახდინა გავლენა თავის პარტნიორ „სოციალ-დემოკრატების“ოჯახზე, რატომ იყვნენ ისინიც კრიტიკულად განწყობილი? ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ეს ლობისტების მუშაობის შედეგი კი არ არის, რასაც საუბრობენ, ეს არის რეალობა. ნიკა გვარამია დაკავებულია პოლიტიკური მოტივით და 5 ივლისს ხელისუფლების წაქეზებით არბევდნენ ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.