პაატა მანჯგალაძე - ევროკომისიის შეფასება მიუთითებს, რომ პარტნიორებს პროგრესის დანახვა შეუძლიათ
პაატა მანჯგალაძე - ევროკომისიის შეფასება მიუთითებს, რომ პარტნიორებს პროგრესის დანახვა შეუძლიათ

ეს შეფასება აღვირახსნილი რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგოა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პარტნიორებს პროგრესის დანახვა შეუძლიათ და გადაწყვეტილება პოლიტიკური არ არის. საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას არავინ სთხოვს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ევროკომისიის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ანგარიში არის წინაპირობა, რომ თუ ქვეყანა რეკომენდაციებს შეასრულებს, პარტნიორები ამას დაინახავენ.

„რეფორმებს თუ  ჩავატარებთ, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ხოლო ომზე პროპაგანდა არის ცრუ დილემა, რუსული საქმე და ქვეყნის ღალატი. ის, რომ პატარა პროგრესი სამართლის კუთხით დანახულია, მიუთითებს შემდეგზე – „ქართული ოცნება“ იტყუებოდა, როცა ამბობდა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება არის პოლიტიკური და საქართველოში მეორე ფრონტი უნდათ, სტატუსს არ მისცემენო. ეს ანგარიში იმის წინაპირობაა, რომ ქვეყანა 12 რეკომენდაციას თუ შეასრულებს, დასავლელი პარტნიორები ამას დაინახავენ და ქვეყანას სტატუსს მისცემენ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.