პაატა მანჯგალაძე - ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელების განცხადებაში პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობაზეა საუბარი
პაატა მანჯგალაძე - ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელების განცხადებაში პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობაზეა საუბარი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელების განცხადებაში 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობაზეა საუბარი.

„სამართლებრივი პასუხისმგებლობა გულისხმობს ყველა ორგანიზატორის, წამქეზებლის, ასევე შემსრულებლის პასუხისმგებლობას, მაგრამ უფრო მეტი მინიშნებაა იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობაც უნდა აიღონ ცალკეულმა პირებმა. ჩვენ ვაყენებდით და ვაყენებთ შინაგან საქმეთა მინისტრის და რა თქმა უნდა პრემიერ ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის საკითხს, რომელმაც ქვეყანაში ეს ძალადობა წაახალისა. როცა დარღვეულია ადამიანის ფინდამენტური უფლება, სიცოცხლის და გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის პროფესიული მოვალეობის შესრულების უფლება ჟურნალისტებისთვის, ეს არის ბოლო ზღვარია და ამის იქით უკან დასახევი არავის გვაქვს“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

საქართველოში აკრედიტებულმა ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებმა საქართველოს მთავრობას 5 ივლისის მოვლენებსა და შემდგომ რეაგირებასთან დაკავშირებით მიმართეს.