პაატა მანჯგალაძე - ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სასამართლო იყოს თავისუფალი და არავინ ერეოდეს, ხელისუფლება თუ ასე არ მოიქცევა, სანქციები არ ასცდება
პაატა მანჯგალაძე - ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სასამართლო იყოს თავისუფალი და არავინ ერეოდეს, ხელისუფლება თუ ასე არ მოიქცევა, სანქციები არ ასცდება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტი სასამართლოში ფუნდამენტურ რეფორმას ითვალისწინებს.

თუმცა, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში პარლამენტში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება წარმოუდგენელია.

„რეალობა რომ ვთქვათ, „ქართული ოცნების“ პირობებში, პარლამენტში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება არის წარმოუდგენელი, მაგრამ მანამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კლანის ძალაუფლება არ გაიზარდოს. ჩვენ ვიცით, რომ კლანმა შეკრიბა სასამართლო ხელახლა და უნდათ, დააფიქსირონ პოზიცია, რომ არ შეიძლება გადადება, არ შეიძლება სასამართლოში ჩარევა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სასამართლო იყოს თავისუფალი, არავინ ერეოდეს, მათ შორის კლანი. აი, ამაზეა ლაპარაკი და ჩვენ ამას მივიყვანთ ბოლომდე. თუ ამას არ გააკეთებს ჩვენი ხელისფულება, ეს იმდენად პრინციპული საკითხია ჩვენი მოკავშირეებისთვის, საქართველოს ხელისუფლებას სანქციები არ ასცდება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.