პაატა მანჯგალაძე - ჩვენ შევიკრიბეთ არა რომელიმე პარტიის ან პიროვნების კვლავ უკან დაბრუნებისთვის, არამედ ცვლილებებისთვის, რომელიც გამორიცხავს ანტისახელმწიფოებრივ ხელისუფლებას
პაატა მანჯგალაძე - ჩვენ შევიკრიბეთ არა რომელიმე პარტიის ან პიროვნების კვლავ უკან დაბრუნებისთვის, არამედ ცვლილებებისთვის, რომელიც გამორიცხავს ანტისახელმწიფოებრივ ხელისუფლებას

ჩვენ შევიკრიბეთ არა რომელიმე პარტიის ან პიროვნების ხელისუფლებაში კვლავ უკან დაბრუნებისთვის, არამედ ცვლილებებისთვის, რომელიც მომავალში გამორიცხავს ანტისახელმწიფოებრივ ხელისუფლებას, რომელიც სერიოზულ საფრთხედ იქცა საქართველოსთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პარლამენტთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება, რომელიც ეწინააღმდეგება ცვლილებასა და პროგრესს, აუცილებლად დამთავრდება.

„ჩვენ შევიკრიბეთ არა რომელიმე პარტიის ან პიროვნების ხელისუფლებაში კვლავ უკან დაბრუნებისთვის, არამედ იმ ცვლილებებისთვის, რომელიც მომავალში გამორიცხავს ისეთ უგუნურ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეროვნულ ხელისუფლებას, რომელიც სერიოზულ საფრთხედ იქცა საქართველოსთვის და თითოეული მოქალაქისთვის. რომელსაც ეშინია სამართლიანი დემოკრატიული პროცესის, სამართლიანი არჩევნების, რომელსაც ეშინია, რომ დაკარგავს ძალაუფლებას, დაკარგავს ჩვენი ძარცვის უფლებას. ხელისუფლება, რომელიც ეწინააღმდეგება ცვლილებას, პროგრესს, აუცილებლად დამთავრდება და ამას გააკეთებს ხალხი, რაც შეიძლება მალე. ყველანი 15 მაისს. ჩვენ გასაკეთებელ საქმეს სხვა ვერ გააკეთებს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.