პაატა მანჯგალაძე - ჩვენ არჩევნებისთვის მზად უნდა ვიყოთ ყველა ვითარებაში. „ქართული ოცნების“ ყველა დღე ხელისუფლებაში საქართველოსთვის დამაზიანებელია
პაატა მანჯგალაძე - ჩვენ არჩევნებისთვის მზად უნდა ვიყოთ ყველა ვითარებაში. „ქართული ოცნების“ ყველა დღე ხელისუფლებაში საქართველოსთვის დამაზიანებელია

ჩვენ რიგგარეშე არჩევნები უნდა მოვამწიფოთ. ამისთვის საჭიროა სისტემური მუშაობა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ყველა დღე ხელისუფლებაში საქართველოსთვის დამაზიანებელია.

„წინასწარ დაანონსება ამ პროცესის, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ეხმარება თუ ხელს უშლის, არ ვიცი. ჩვენ რიგგარეშე არჩევნები უნდა მოვამწიფოთ. ამისთვის საჭიროა სისტემური მუშაობა. ახლა საუბრის დრო არ არის, ახლა ქმედებების დროა და თქვენ ამ ქმედებებს ნახავთ. მელიას განცხადებას არ ვეწინააღმდეგები, ხელისუფლებას რაც უფრო მალე ჩამოვაშორებთ „ქართულ ოცნებას“ კარგია, მაგრამ საუბარს ქმედებები გვირჩევნია. ჩვენ არჩევნებისთვის მზად უნდა ვიყოთ ყველა ვითარებაში. „ქართული ოცნების“ ყველა დღე ხელისუფლებაში საქართველოსთვის დამაზიანებელია“, – განაცხადა მანჯგალაძემ.