პაატა მანჯგალაძე - არანაირი პრობლემა არ გვაქვს, არჩევნები ჩატარდეს ისე, რომ გაყალბების, ადამიანური ფაქტორის და მანიპულაციის შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდეს
პაატა მანჯგალაძე - არანაირი პრობლემა არ გვაქვს, არჩევნები ჩატარდეს ისე, რომ გაყალბების, ადამიანური ფაქტორის და მანიპულაციის შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდეს

ოპოზიციას გვაქვს კონკრეტული რეფორმა საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით. თუ ამას გულისხმობს კობახიძე, ესტონურ მოდელზეა საუბარი. დეტალები უნდა დავაზუსტოთ, როგორი იქნება უცხოეთში მცხოვრები ქართველების არჩევნებში მონაწილეობის საკითხი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელს“ მზად აქვს პროექტი, სადაც ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის.

„უნდა ვნახოთ ინიციატივა და შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას, ვეთანხმებით თუ არა. „სტრატეგია აღმაშენებელს“ ჩვენი პროექტი მზად გვაქვს, სადაც ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოვდივართ. თუ შესაძლებელია შევთანხმდეთ, ერთი და იმავეზე ვლაპარაკობთ, მაშინ რა თქმა უნდა მხარს დავუჭერთ, არანაირი პრობლემა არ გვაქვს, რომ არჩევნები ჩატარდეს ისე, რომ გაყალბების, ადამიანური ფაქტორის და მანიპულაციის შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდეს. ტექნოლოგიების გამოყენება კარგია იმიტომ, რომ ადამიანის მანიპულაციის, ადამიანის შეცდომის და ადამიანის მიერ არჩევნებზე გავლენის რისკებს ამცირებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესი ფართოდ დაინერგოს“.