პაატა მანჯგალაძე - არ მჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდება, ყოველთვის ვიდექი და ვიდგები 9 აპრილს, რაც შეეხება ხაბეიშვილს, ჩემი მეგობარია და 9 აპრილის გარეშეც გავივლი მასთან
პაატა მანჯგალაძე - არ მჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდება, ყოველთვის ვიდექი და ვიდგები 9 აპრილს, რაც შეეხება ხაბეიშვილს, ჩემი მეგობარია და 9 აპრილის გარეშეც გავივლი მასთან

საერთოდ არ მჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდება, ყოველთვის ვიდექი და ვიდგები 9 აპრილს, ლევან ხაბეიშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, ჩემი მეგობარია და 9 აპრილის გარეშეც გავივლი მასთან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ეს დღე ვერცერთი პარტიის ვერ იქნება.

„საერთოდ არ მჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდება 9 აპრილთან დაკავშირებით. ყოველთვის ვიდექი და ვიდგები 9 აპრილს. ლევან ხაბეიშვილის მიერ აქციის დაანონსებას მნიშვნელობა არ აქვს, მე პატივს ვცემ 9 აპრილს. ლევან ხაბეიშვილს რაც შეეხება, ტყუილად ცდილობთ მის დემონიზებას. მას ვიცნობ დიდი ხანია, ჩემი მეგობარია და 9 აპრილის გარეშეც გავივლი ლევანთან, არანაირი პრობლემა არ მაქვს. 9 აპრილს, მით უმეტეს, გავივლი. 9 აპრილი ვერ იქნება ვერცერთი პარტიის. „სტრატეგია აღმაშენებელსაც“ გვინდოდა აქციის გამართვა. იცით, გავაკეთეთ უკრაინის აქცია და გვაქვს ამის რესურსი, რომ აქცია გავაკეთოთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მაგრამ არ გავაკეთეთ, რადგან 9 აპრილი არის ყველასი. ლევანს არ უთქვამს, რომ 9 აპრილი არის „ნაციონალური მოძრაობის“, 9 აპრილი არის ეროვნული გამარჯვების დღე. ჩვენ არ დავაანონსეთ, რადგან ეს დღე ყველასია. ისედაც მოდის ხალხი, ისედაც შევიკრიბებით, ისედაც ბევრი ვიქნებით, ისედაც კარგად იქნება ყველაფერი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.