პაატა მანჯგალაძე - აბსურდულია „ქართული ოცნების“ არგუმენტი, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას არ შექმნის, რადგან სასამართლოს დამოუკიდებლობას მიადგება საფრთხე
პაატა მანჯგალაძე - აბსურდულია „ქართული ოცნების“ არგუმენტი, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას არ შექმნის, რადგან სასამართლოს დამოუკიდებლობას მიადგება საფრთხე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიცია აპირებს, კვლავ დააყენოს სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიების შექმნის თაობაზე უარს აბსურდული არგუმენტებით ამბობს.

„სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები, რეფორმა 12-პუნქტიან რეკომენდაციებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და მისი შეუსრულებლობა ავტომატურად იწვევს საქართველოსთვის უარის თქმის შესაძლებლობას. ამიტომ ეს შანსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. აბსურდულია „ქართული ოცნების“ არგუმენტი, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას არ შექმნის, რადგან სასამართლოს დამოუკიდებლობას მიადგება საფრთხე. ვთქვათ და, ეს ერთი წამით დავიჯეროთ, მაშინ რატომ არ ქმნიან საგამოძიებო კომისიას ქოლცენტრებთან დაკავშირებით? კობახიძის ლოგიკით, ქოლცენტრებთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისია ხელს შეუშლის ქოლცენტრების საქმიანობას. იმავე კობახიძის ლოგიკას გავაგრძელებ 5 ივლისთან დაკავშირებით ჟურნალისტების ცემის ფაქტზე საგამოძიებო კომისიაზე. ამ მოძალადეების მისამართით გამოძიების დაწყება ხელს შეუშლის მოძალადეებს ძალადობაშიო. ასეთ აბსურდულ არგუმენტებს გვეუბნება „ქართული ოცნება“ და ეს არის ლუსტრაცია, რომ მათ ეშინიათ. კლანის ნაწილია თავად კობახიძე და „ქართული ოცნება“. კლანს ცალკე თავისთვის კი არ აქვს ძალაუფლება, ეს ძალაუფლება აქვს „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილისთვის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.