პაატა იმნაძე - ყველა ვაქცინას თითქმის თანაბარი დაცვა აქვს, რომ ადამიანი არ გარდაიცვალოს, არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილები, რომლებიც „სინოფარმით“ არიან აცრილი
პაატა იმნაძე - ყველა ვაქცინას თითქმის თანაბარი დაცვა აქვს, რომ ადამიანი არ გარდაიცვალოს, არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილები, რომლებიც „სინოფარმით“ არიან აცრილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი უნდა აჩქარდეს.

რაც შეეხება იმას, რომ ზოგიერთი მოქალაქე „ფაიზერის“ ვაქცინის შემოსვლას ელოდება, იმნაძის თქმით, ვაქცინის მთავარი დაცვა არის, ადამიანი რეანიმაციაში არ მოხვდეს და არ გარდაიცვალოს, რასაც ყველა ვაქცინა უზრუნველყოფს.

„ჯეჯერობით, სამედიცინო დაწესებულებებში ცარიელია ის ადგილები, რომლებიც ვაქცინაციისთვისაა გამოყოფილი. ეს არის ჩვენი უბედურება დღეს, რომ ვიძახოდით, არ არის ვაქცინა, არ არის ვაქცინა, ახლა ვაქცინა ხომ ბევრია, დღეს 12 000-მდე ადამიანი აიცრება, ძალიან კარგია, მაგრამ ჯავშნებს რომ ვუყურებთ, ხვალ ამის ნახევარია დაჯავშნილი. თუ ჩემი არა, ყველა ჩემი კოლეგა, ვისაც ჭკუა მოეკითხება, ამბობს, რომ მთავარი დაცვა არის, ადამიანი რეანიმაციაში არ მოხვდეს და არ გარდაიცვალოს. ეს არის ყველა ვაქცინის დაცვა, ეს დაცვა ყველა ვაქცინას თითქმის თანაბარი აქვს. არის რაღაც პატარა განსხვავება სიმპტომატურ მიმდინარეობაში, სადაც უფრო ეფექტურად მუშაობს ზოგიერთი ვაქციანა, არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილები, რომლებიც „სინოფარმით“ არიან აცრილი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, პაატა იმნაძის განმარტებით, ე.წ. ინდური შტამის მიმართ ყველა ვაქცინას შედარებით ნაკლები ეფექტურობა აქვს, თუმცა ადამიანს ლეტალური შედეგისგან ამ შემთხვევაშიც იცავს.

„გამოქვეყნებული კვლევებით, სამწუხაროდ, დელტა შტამი აღმოჩნდა ისეთი, რომელზეც ყველა ვაქცინას ცოტა ნაკლები ეფექტურობა აქვს, მაგრამ ეს არ ეხება ლეტალობისგან და რეანიმაციაში მოხვედრისგან დაცვას, იქ განსხვავება ძალიან მცირეა“, – დასძინა პაატა იმნაძემ.

დატოვე კომენტარი