პაატა იმნაძე - ვირუსის მოსალოდნელზე მეტი შემთხვევა გვაქვს, ამიტომ მაქსიმალურად დროულად უნდა იყოს მიღებული ღონისძიებები, რათა ახალ წლამდე შევძლოთ სიტუაციის დასტაბილურება
პაატა იმნაძე - ვირუსის მოსალოდნელზე მეტი შემთხვევა გვაქვს, ამიტომ მაქსიმალურად დროულად უნდა იყოს მიღებული ღონისძიებები, რათა ახალ წლამდე შევძლოთ სიტუაციის დასტაბილურება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს კორონავირუსის გავრცელების პიკი, ეს დამოკიდებულია იმაზე, რა ღონისძიებები განხორციელდება.

„ეს დამოკიდებულია იმაზე, რაც იქნება მობილობის დასაცემად გამოყენებული, როგორი იქნება ინტენსივობა, რამდენ ხანს გაგრძელდება. ახლა ჩვენთვის მთავარია, რომ პიკი გავაჩეროთ და დღეში 4 000 რეგისტრირებული შემთხვევა რომ გვაქვს, ეს გვქონდეს რამდენიმე ხანი და არ გახდეს დღეში 10 000. ყველაფერს აქვს თავისი დინამიკა, როგორ ვრცელდება დაავადება, ამ დინამიკას რომ ვუყურებთ, გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება სეზონიც, ზამთარია ხომ? უბრალოდ, ჩვენ ახლა გვაქვს მოსალოდნელზე მეტი შემთხვევები. ამიტომ ახლა უნდა იყოს მიღებული ღონისძიებები მაქსიმალურად დროულად, რათა ახალ წლამდე შევძლოთ სიტუაციის დასტაბილიზირება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში.

რაც შეეხება კითხვას, „ხომ არ განიხილება იმ ქალაქების ჩაკეტვა, სადაც საწოლების რაოდენობა ამოწურულია ან რომელიც საქართველოს კოვიდრუკაზე წითელი ზონებია“, იმნაძემ უპასუხა, რომ „ყველა ვარიანტი განიხილება“.

დატოვე კომენტარი