პაატა იმნაძე - ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ ვაქცინით უნდა „დაჩიპონ“, მაინტერესებს, რუსულ ვაქცინაში ბილ გეიტსი თავის ჩიპებს როგორ ჩადგამს
პაატა იმნაძე - ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ ვაქცინით უნდა „დაჩიპონ“, მაინტერესებს, რუსულ ვაქცინაში ბილ გეიტსი თავის ჩიპებს როგორ ჩადგამს

ხომ არიან ადამიანები, ვისაც სჯერა, რომ ვაქცინით უნდა „დაჩიპონ“, მაინტერესებს, რუსულ ვაქცინაში ბილ გეიტსი თავის ჩიპებს როგორ ჩადგამს ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა ინფორმაცია აქვს ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე, რომ რუსეთმა „გამალეიას ინსტიტუტის“ მიერ შემქნილი „კოვიდ-19“-ის ვაქცინა ოფიციალურად დაამტკიცა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ რუსული ვაქცინის შესახებ მწირი ინფორმაცია აქვს.

„გულწრფელად მაინტერესებს, აქ ხომ არის გარკვეული კატეგორია ადამიანების, ვისაც ჰგონია, რომ ბილ გეიტსმა უნდა „დაჩიპოს“. ახლა მაინტერესებს, რუსულ ვაქცინაში ბილ გეიტსი როგორ ჩადგამს თავის ჩიპებს, რომ დაჩიპოს?! სერიოზულად თუ გიპასუხებთ, ძალიან დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობდა ამ ვაქცინის გამოცდა. მის ხარისხზე, კვლევის შედეგებზე, ფაზებზე, რამდენ ადამიანზე იყო დატესტილი, რა შედეგები ჰქონდა, სამწუხაროდ, ვერაფერს მოგახსენებთ“, – განაცხადა იმნაძემ.