პაატა იმნაძე - როგორც ჩანს, ბრიტანეთის მთავრობამ შეაფასა, სად უმჯობესია კოვიდინფიცირებულების განთავსება, სასტუმროებში თუ საველე ჰოსპიტლებში და ეს პრაქტიკა გამოიყენა
პაატა იმნაძე - როგორც ჩანს, ბრიტანეთის მთავრობამ შეაფასა, სად უმჯობესია კოვიდინფიცირებულების განთავსება, სასტუმროებში თუ საველე ჰოსპიტლებში და ეს პრაქტიკა გამოიყენა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე საქართველოში იმყოფებოდა, მან კორონავირუსთან ბრძოლის პრაქტიკა ქართულ ნოუჰაუდ შეაფასა.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, ბრიტანეთის მთავრობამ შეაფასა, სად უმჯობესია კოვიდინფიცირებულების განთავსება, სასტუმროებში თუ საველე ჰოსპიტლებში და ეს პრაქტიკა გამოიყენა.

„ბატონი კლუგე როდესაც იმყოფებოდა საქართველოში, ქართულ ასე ვთქვათ, ნოუჰაუდ შეაფასა კორონავირუსთან ბრძოლის პრაქტიკა, რაც ჩვენ გამოვიყენეთ. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში სჯობს პაციენტი იყოს თუ საველე ჰოსპიტალში, ეს ეტყობა, ბრიტანეთის მთავარობამაც შეაფასა და მაგალითი გამოიყენა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს სავარაუდოდ სასტუმროებში განათავსებენ.