პაატა იმნაძე - კორონასთან ერთად სიფრთხილით ცხოვრება ერთი წელი მაინც დაგვჭირდება
პაატა იმნაძე - კორონასთან ერთად სიფრთხილით ცხოვრება ერთი წელი მაინც დაგვჭირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის შეფასებით, მოქალაქეებს კორონავირუსთან ერთად, სიფრთხილით ცხოვრება ერთი წელი მაინც მოუწევთ.

ამიტომ, იმნაძე კვლავ ამახვილებს ყურადღებას წესების დაცვასა და პირბადეების გამოყენებაზე.

„მე მგონია, რომ ერთი წელი მაინც დაგვჭირდება ჩვენ სიფრთხილით ცხოვრება კორონასთან ერთად. სხვათა შორის, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა დახურულ სივრცეებში სავალდებულო ნიღბების ტარება ახლა უკვე მიიღეს, რადგან საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა ჰქონდათ ბრიტანელებს, გაცილებით მეტი და მძიმე იყო შემთხვევები ვთქვათ მოლარეებში. ანუ, ვისაც ბევრ ადამიანთან აქვს კონტაქტი, მიმღებში ვინც მუშაობენ. მესმის, რომ ძალიან ნელია არაექიმებისთვის მთელი დღე ნიღბით სიარული. მინდა ვუთხრა, რომ სულ არ არის აუცილებელი, სამედიცინო ნიღბები ატარონ, ე.წ. სოციალური ან საყოფაცხოვრებო ნიღბები სრულიად საკმარისია მათთვის“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი“.