პაატა იმნაძე – კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის წინ არავითარი ანალიზის ჩატარება საჭირო არ არის

16:14, 19.05.2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კოორნავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის წინ რაიმე კვლევისა და ანალიზის ჩატარება საჭირო არ არის.

„ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, არავითარი კვლევები, არავითარი ანალიზები აცრის წინ საჭირო არ არის. ვერ დამისახელებთ მსოფლიოში ვერც ერთ გაიდლაინს, ვერც ერთ პუბლიკაციას, სადაც წერია, რომ ვთქვათ, ამ ანალიზის დროს ვაქცინის გაკეთება შეიძლება და ამ ანალიზის პასუხების დროს არ შეიძლება. ამიტომ კატეგორიულად, აცრის წინ ამის გაკეთება არ არის რეკომენდებული. გაუფრთხილდით თქვენს თანხებს და ნერვებს. ამ აცრების წინ რაიმე სახის ანალიზის ჩატარება საჭირო არ არის, თუმცა ჩვეულებრივ, აცრასთან დაუკავშირებლად, პერიოდულად თუ ანალიზებს გავიკეთებთ, კარგია ჩვენი ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის, მაგრამ ამის აცრებთან დაკავშირება არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი