ოზურგეთში წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობა მიმდინარეობს
ოზურგეთში წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობა მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ამის შესახებ ინფორმაციას გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის შიდა ქუჩებში და ანასეულის დასახლებაში მიმდინარეობს. პროექტი ახალი სათავე ნაგებობის, მაგისტრალური მილების, სატუმბი სადგურისა და ქსელის მოწყობას, ასევე 700-მდე ოჯახის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.

სამუშაოებს გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, გურიის რეგიონული ფილიალის დირექტორ დავით ცერცვაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

დატოვე კომენტარი