ოზურგეთში, სოფელ შრომის საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი მასწავლებელს ზეწოლაში ადანაშაულებს
ოზურგეთში, სოფელ შრომის საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი მასწავლებელს ზეწოლაში ადანაშაულებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, მასწავლებელს მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაში ადანაშაულებს.

იგი ამბობს, რომ პედაგოგმა მის შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ფაქტს ადასტურებს სკოლის დირექტორი.

„მიმდინარეობს მოკვლევა. მასწავლებლის საკითხი სკოლის დისციპლინურ კომიტეტზეა განსახილველად გადაცემული“, – აცხადებს სოფელ შრომის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ცეცხლაძე.

„შემთხვევას ვაღიარებ. აღელვების გამო მოსწავლეს ოდნავ შემოვარტყი. 37 წელია სკოლაში ვმუშაობ. ვარ სერტიფიცირებული პედაგოგი. შენიშვნაც კი არასოდეს მიმიღია. ბოდიში უკვე მოვიხადე. ვიმედოვნებ, რომ კვლავაც შევძლებ პედაგოგიური მოღვაწეობის გაგრძელებას“, – აცხადებს პედაგოგი.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დისციპლინური კომიტეტი მომხდარზე ხვალ იმსჯელებს.