ოზურგეთში, სოფელ გომის ტყეში ხანძარია
ოზურგეთში, სოფელ გომის ტყეში ხანძარია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში ხანძარია. ადგილზე 100-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. დაუზუსტებელია რა ფართობი მოიცვა ხანძარმა. მისი ძირითადი კერები ლოკალიზებულია. საჭიროების შემთხვევაში, მუშაობას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გააგრძელებს. მეხანძრეები აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

მათი თქმით, ხანძრის ქრობის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

ხანძარი ლიკვიდირებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთსა და მამათში.

ადგილზე გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს მონიტორინგს უწევს.