ოზურგეთში საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
ოზურგეთში საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

ოზურგეთში, თეატრალურ მოედანზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ორგანიზებით, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

მას გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ.

„ნამდვილად მისასალმებელია, რომ საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ეს ექვსი თვე არის ჩვენთვის დიდი გამოწვევა. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის მოთხოვნებისა და სტანდარტების შესახებ ჩვენი ქვეყნის მიერ აღებული პასუხისმგებლობა, შესრულებული იქნება. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენი გზა არის ევროპისკენ“ – განაცხადა გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ და ახალგაზრდული ორგანიზაციის  წარმომადგენელმა, ნიკა ბახტაძემ.

ღონისძიების დასასრულს გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი, ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით კი აღიმართა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისამდე, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ოფიციალურად გახდა.