ოზურგეთში „ქართული ხმებისა“ და ოზურგეთის „შვიდკაცას“ ერთობლივი კონცერტი გაიმართა

16:55, 29.01.2019

ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში „ქართული ხმებისა“ და ოზურგეთის „შვიდკაცას“ ერთობლივი კონცერტი გაიმართა.

ღონისძიება ამ ანსამბლების წევრთა 30-წლიან იუბილეს მიეძღვნა. ანსამბლებმა დარბაზთან ერთად ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი სიმღერები შეასრულეს.

კონცერტი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

მსგავსი