ოზურგეთში, მამაკაცი ღელეში ჩავარდა და დაიხრჩო
ოზურგეთში, მამაკაცი ღელეში ჩავარდა და დაიხრჩო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში მცხოვრები შუახნის მამაკაცი ტ.ს. გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ის სახლთან ახლოს, ღელეში ჩავარდა და დაიხრჩო.

„უბედური შემთხვევა იყო. სავარაუდოდ, მამაკაცმა ქვას თავი დაარტყა, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა“, – აცხადებს ძიმითის დეპუტატი საკრებულოში ტიტე მგელაძე პირველ არხთან საუბრისას.

შსს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.