ოზურგეთში, დაბა ნასაკირალში მდებარე საბავშვო ბაღის შენობაში ხანძარი იყო

21:32, 29.09.2021

ოზურგეთში, დაბა ნასაკირალში მდებარე საბავშვო ბაღის შენობაში ხანძარი იყო. ცეცხლი დიდ პერიმეტრზე იყო გავრცელებული. მთლიანად დაიწვა საბავშვო ბაღის შენობის ერთი ნაწილი.

ამავე შენობაშია განთავსებული ნასაკირალის საარჩევნო უბანიც.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამსახურის ორი ეკიპაჟი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი