ოზურგეთში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს, ბრალდებული პირი დაკავებულია
ოზურგეთში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს, ბრალდებული პირი დაკავებულია

ოზურგეთში „სოკარის“ ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურზე ერთი პირი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გაიტაცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს და საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.