ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე აღინიშნება
ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე აღინიშნება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დრამატული თეატრის თაღებში ქართველი გამოჩენილი მომღერლის, ლოტბარის, კომპოზიტორის, მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერების მომძიებლისა და გამომცემლის, ანსამბლების –,, რუსთავისა“ და ,,მართვეს“ დამაარსებლის, ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე აღინიშნება.

ღონისძიებაზე ქართულ ტრადიციულ სიმღერებს შეასრულებენ ანსამბლები: „რუსთავი“, „ბასიანი“, „რიჰო“, „შილდა“, გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდი. ტრიოები: „შალვა ჩემო“, „შემოქმედი და ხელხვავი“.

იუბილეზე გამოიფინება ანზორ ერქომაიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოარქივი.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქველმოქმედო ფონდი ,,ქართული გალობა“,  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია.