ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ხმაური იყო
ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ხმაური იყო

ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ხმაური იყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, საჩივრების განხილვა მოხდა ისე, რომ ამის შესახებ ოლქში ოპოზიციის წარმომადგენელ წევრებს ინფორმაცია არ მიაწოდეს და შესაბამისად, განხილვის პროცესს თავად საჩივრების ავტორები არ ესწრებოდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ ისევე როგორც მთელს საქართველოში, არჩევნები ოზურგეთშიც გაყალბდა. განხილული საჩივრების უმრავლესობა ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა.

საოლქო-საარჩევნო კომისიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს უსაფუძვლოს და დაუსაბუთებელს უწოდებენ.