ოზურგეთის საოლქო კომისიის მონაცემებით, მოსახლეობის აქტივობა პირველ ტურთან შედარებით, მაღალია
ოზურგეთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მე-60 საოლქო-საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის არცერთი საჩივარი არ არის შესული.
როგორც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად თენეიშვილი აცხადებს, მოსახლეობის აქტივობა პირველ ტურთან შედარებით, მაღალია.
„არჩევნები დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. პირველ ტურთან შედარებით, აქტივობა დაახლოებით 2%-ით მაღალია. შემიძლია გითხრათ, რომ ოზურგეთში არჩევნები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს”,- აცხადებს მე-60 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ზვიად თენეიშვილი.