ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, – ამის შესახებ პედაგოგებთან შეხვედრისას უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ განაცხადეს.

როგორც სკოლის დირექტორმა მაია თავართქილაძემ განაცხადა, სკოლა 170 წლისაა და მისი რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია.

„სკოლა ერთ-ერთი უძველესია რეგიონში. მასში 400 მოსწავლე ირიცხება. როგორც დაგვპირდნენ, პროექტი უახლოეს დღეებში დამტკიცდება და სარემონტო სამუშაოებიც მალე დაიწყება“, განაცხადა დირექტორმა.

N1 საჯარო სკოლას ორი კორპუსი აქვს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ორივე მათგანში ჩატარდება. სკოლის ეზოში კიდევ ერთი უძველესი შენობა დგას, რომელსაც წინასწარი ინფორმაციით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მასში თანამედროვე ტიპის ფუნქციური დაწესებულება განთავსდება.