ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში ოჯახი დააყაჩაღეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში ოჯახი დააყაჩაღეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში გამთენიისას ყაჩაღობა მოხდა.

თავდამსხმელები მოხუც ცოლ-ქმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ და 2500 ლარის ოდენობის თანხა წაიღეს.

ორივე მათგანი ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაშია მოთავსებული.

კლინიკის ხელმძღვანელის დავით მდინარაძის ინფორმაციით, მამაკაცს 10 ნეკნი აქვს გატეხილი და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

რაც შეეხება 80 წლის ქალს, მას ჭრილობა სახის არეში აღენიშნება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.