ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 80-მდე აღსაზრდელს მოწამვლისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 80-მდე აღსაზრდელს მოწამვლისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 80-მდე აღსაზრდელს მოწამვლისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება.

წინასწარი ინფორმაციით, საუბარია კვებით ინტოქსიკაციაზე. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება. ხელმძღვანელის, მაკა ჭყონიას განცხადებით, სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის ბაღებში, ნაცვლად პირველ ოქტომბრისა „კოვიდ“ ინფექციის გამო, 15 ოქტომბერს განახლდა და აღსაზრდელებს მეორე დღეს მოწამვლისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდათ.

„ბავშვებს აღენიშნებათ მაღალი სიცხე, დიარეა, ღებინება. მსგავს სიტუაციაში დღეს ოზურგეთში 11 ბაღის დაახლოებით 80 აღსაზრდელია. სიტუაციას ეპიდემიოლოგებთან ერთად, სურსათის უვნებლობის სამსახურიც იკვლევს“, – განაცხადა სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ხელმძღვანელმა, მაკა ჭყონიამ.

დატოვე კომენტარი