ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის კმ13-კმ32.6 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი 19,6 კილომეტრიანი გზის სრულ რეაბილიტაციას და ასფალტბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, საავტომობილო გზაზე მიმდინარეობს მიწის სამუშაოები.

პროექტი, რომლის საკონტრაქტო ღირებულება 18 811 888.00 ლარს შეადგენს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით სრულდება და 2022 წლის ნოემბერში დასრულდება.