ოვერმარსმა „ნიუკასლის“ სპორტულ დირექტორობაზე უარი თქვა და „აიაქსში“ დარჩა #1TVSPORT
ოვერმარსმა „ნიუკასლის“ სპორტულ დირექტორობაზე უარი თქვა და „აიაქსში“ დარჩა #1TVSPORT

„ნიუკასლის“ ხელმძღვანელობასა და მარკ ოვერმარსს შორის მოლაპარაკება ვერ შედგა, – იუწყება De Telegraaf.

გამოცემის ინფორმაციით, მარკ ოვერმარსმა ინგლისური კლუბის სპორტულ დირექტორობაზე უარი „აიაქსის“ გამო თქვა, სადაც ამავე პოზიციაზე მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ „ნიუკასლი“ საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდმა შეიძინა და დიდი ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, ინგლისურ კლუბს მსოფლიო გრანდად გადაქცევის პერსპექტივას უწინასწარმეტყველებენ.

ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „ნიუკასლს“ მხოლოდ ხუთი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-20 პოზიციაზე იმყოფება.

„ნიუკასლისგან“ განსხვავებით, „აიაქსი“ ბრწყინვალე სეზონს ატარებს და როგორც ნიდერლანდების ჩემპიონატში, ასევე ჩემიონთა ლიგაზე, C ჯგუფშიც პირველ პოზიციაზე იმყოფება.