ოთო ნემსაძის სიმღერის, „სულ წინ იარეს“ სასცენო დადგმაზე რეჟისორმა ირაკლი გოქაძემ და გრაფიკოსმა ლევან ლორთქიფანიძემ იმუშავეს
ოთო ნემსაძის სიმღერის, „სულ წინ იარეს“ სასცენო დადგმაზე რეჟისორმა ირაკლი გოქაძემ და გრაფიკოსმა ლევან ლორთქიფანიძემ იმუშავეს

თელ-ავივში ოთო ნემსაძის პირველი რეპეტიცია დასრულდა.

„სულ წინ იარეს“ სასცენო დადგმაზე საქართველოს პირველი არხის რეჟისორმა ირაკლი გოქაძემ და გრაფიკოსმა ლევან ლორთქიფანიძემ იმუშავეს.

რეპეტიციის შემდეგ საქართველოს წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა, საღამოს კი საქართველოს საელჩოსა და თელ-ავივის მერიის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, ოთო ნემსაძე 14 მაისს, პირველ ნახევარფინალურ ტურში, მეთერთმეტე ნომრად იმღერებს.