ოთო ნემსაძის სიმღერაზე ვიდეორგოლის გადაღებები ენგურის ხიდზე გაიმართა [ფოტო]
ოთო ნემსაძის სიმღერაზე ვიდეორგოლის გადაღებები ენგურის ხიდზე გაიმართა [ფოტო]

ევროვიზია 2019-ის ქართველი მონაწილის, ოთო ნემსაძის საკონკურსო სიმღერაზე – „სულ წინ იარე“ ვიდეორგოლის გადაღება დღეს ენგურის ხიდზე გაგრძელდა.

​კლიპზე რეჟისორი გიორგი ებრალიძე მუშაობს.

საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლში ანსამბლ „შავნაბადას“ მომღერლები და სპეციალურად შერჩეული 50-ზე მეტი ტიპაჟი მონაწილეობს.

კლიპი მასშტაბური იქნება, გადაღებები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარეობს. გუშინ გადაღებები მალთაყვაში გაიმართა.

ვიდეორგოლის პრეზენტაცია აპრილის დასაწყისშია დაგეგმილი.