ოთო ნემსაძე - დიდი მადლობა ნდობისთვის, გპირდებით, ევროვიზიაზე ყველა თქვენგანის ხმას დავიცავ
ოთო ნემსაძე - დიდი მადლობა ნდობისთვის, გპირდებით, ევროვიზიაზე ყველა თქვენგანის ხმას დავიცავ

დიდი მადლობა ნდობისთვის, გპირდებით, ევროვიზიაზე ყველა თქვენგანის ხმას დავიცავ, – ამის შესახებ „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებულმა, ოთო ნემსაძემ ფინალური შოუს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ასეთ დაძაბულ ბრძოლაში ყველას, რადგან ყველაზე ხარისხიანი შოუ დაიდო, რაც კი მინახავს და ვყოფილვარ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის და გპირდებით, რომ ევროვიზიაზე ყველა თქვენგანის ხმას დავიცავ“, – აღნიშნა ოთო ნემსაძემ.

პირველი არხის მუსიკალური შოუს, „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა. მეგაშოუს გამარჯვებული საქართველოს სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ისრაელში რომან გიორგაძის სიმღერით „სულ წინ იარე“ წარდგება.