ოთხი მეოთხედფინალისტი ცნობილია - ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის ოთხი მერვედფინალის შესახებ [ვიდეო] #1TVSPORT
ოთხი მეოთხედფინალისტი ცნობილია - ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის ოთხი მერვედფინალის შესახებ [ვიდეო] #1TVSPORT

ბაიერნი-პსჟ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 შუპო-მოტინგი (61), 2:0 გნაბრი (89)

ბაიერნი: ზომერი – სტანიშიჩი, უპამეკანო, დე ლიგტი, დევისი, გორეტცკა, კიმიხი, კომანი (86. გნაბრი), მიულერი (86. ჟოაო კანსელო), მუსიალა (82. მანე), შუპო-მოტინგი (68. სანე).

პსჟ: დონარუმა, დანილო პერეირა, სერხიო რამოსი, მარკინიოსი (36. მუკიელე/46. ბიჩიაბუ), ჰაკიმი, ვიტინია (81. ეკიტიკე), ვერატი, ფაბიან რუისი (76. ზაირ-ემერი), ნუნუ მენდეში, მბაპე, მესი.

ფაქტები

* „ბაიერნი“ 21-ედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში – ეს ტურნირის რეკორდია.

* „ბაიერნმა“ ევროთასებზე მე-500 მატჩი ჩაატარა. უფრო მეტი მხოლოდ „ბარსელონასა“ (580) და“რეალს“ (566) აქვთ.

* ლიონელ მესი ზედიზედ მესამედ გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალური ეტაპიდან. ამ სტადიაზე ექვს მატჩში არგენტინელმა ორი გოლი გაიტანა – სამი წლის წინ „ბარსელონას“ შემადგენლობაში, მომდევნო ორ სეზონში კი პსჟ-ის რიგებში შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.

* მესის ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ზედიზედ ოთხ მატჩში არ აქვს შედეგიანი მოქმედება.

* მესის „ბაიერნის“ წინააღმდეგ ზედიზედ ოთხ მატჩში არ აქვს შედეგიანი მოქმედება. ბოლოს მიუნხენელებს გოლი არგენტინელმა 2015 წელს გაუტანა.

* მესიმ ზედიზედ მერვე სეზონია, ვერ მიაღწია ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე.

* მესი 150-ედ მოხვდა ჩემპიონთა ლიგის მატჩის ძირითად შემადგენლობაში. უფრო მეტჯერ ეს გააკეთეს კრიშტიანო რონალდომ (178) და იკერ კასილიასმა (176).

* „პარი სენ-ჟერმენი“ ზედიზედ მეორე სეზონია, მერვედფინალიდან ეთიშება ჩემპიონთა ლიგასა და საფრანგეთის თასს.

* „ბაიერნმა“ ბოლო ექვსი მატჩიდან ხუთჯერ მოუგო „პარი სენ-ჟერმენს“, აქედან ბოლო სამ მატჩში გოლი არ გაუშვია.

* „პარი სენ-ჟერმენის“ კარში ბოლო შვიდი გოლიდან ხუთი ამ კლუბის ყოფილმა ფეხბურთელებმა გაიტანეს – ერიკ შუპო-მოტინგმა (3) და კინგსლი კომანმა (2).

* „პარი სენ-ჟერმენმა“ 2023 წელს მეექვსე მატჩი წააგო. ახალ წლამდე გუნდს ამ სეზონში 0 წაგება ჰქონდა.

* „პარი სენ-ჟერმენმა“ თავის ისტორიაში პირველად ვერ შეინახა საკუთარი კარი „მშრალად“ ჩემპიონთა ლიგის ერთი გათამაშების ყველა მატჩში – გუნდმა რვავე შეხვედრაში გაუშვა, მინიმუმ, ერთი გოლი.

* „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ოთხ მატჩში არ გაუშვა გოლი, რაც საკლუბო რეკორდის გამეორებაა.

 

ტოტენჰემი-მილანი 0:0 (0:1)

ტოტენჰემი: ფორსტერი, რომერო, ლენგლე, ბ. დევისი, ემერსონი (70. რიშარლისონი), სკიპი, ჰოიბერგი, პერიშიჩი (53. პორო), კულუშევსკი (83. დავინსონ სანჩესი), სონი, კეინი.

მილანი: მენიანი, ტიავი, ტომორი, კალულუ, ტეო ერნანდესი, მესიაში (56. სელემეკერსი), კრუნიჩი, ტონალი, დიასი (81. ბენასერი), რაფაელ ლეაო (89. რებიჩი), ჟირუ (81. ორიგი)

გაძევება: რომერო (77. ტოტენჰემი)

ფაქტები

* „მილანი“ ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. 2011/12 წლების სეზონის მერვედფინალურ ეტაპზეც „მილანმა“ ჩრდილოლონდონური კლუბი „არსენალი“ დაამარცხა (4:0, 0:3).

* „ტოტენჰემმა“ 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად ითამაშა საკუთარ მოედანზე 0:0. შედეგიანი მატჩების სერია 147 შეხვედრას შეადგენდა.

* „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე 10 წელია ვერ ახერხებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე გასვლას.

* 2006/07 წლების შემდეგ პირველად „მილანმა“ პლეი ოფის ეტაპი გოლის გაუშვებლად გაიარა.

 

ჩელსი-დორტმუნდი 2:0 (0:1)

გოლები: 1:0 სტერლინგი (43), 2:0 ჰავერტცი (53-პენ)

ჩელსი: არისაბალაგა, ფოფანა, კულიბალი, კუკურელია, ჯეიმსი, კოვაჩიჩი (83. პულიშიჩი), ენცო ფერნანდესი (87. ზაკარია), ჩილუელი, სტერლინგი (83. ლოფტუს-ჩიკი), ჟოაო ფელიქსი (67. გალაჰერი), ჰავერტცი.

დორტმუნდი: მაიერი, ვოლფი, ზიულე, შლოტერბეკი, რაფაელ გერეირო, ემრე ჯანი, ბრანდტი (5. რეინა), ბელინგემი, ოზჩანი (64. ბაინო-გიტენსი), როისი, ჰალერი (77. მალენი).

ფაქტები

* პირველი თამაშის წაგების შემდეგ, „ჩელსიმ“ მეხუთედ დაძლია ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპი. ეს „ბარსელონას“, „იუვენტუსისა“ და „რეალის“ შედეგის გამეორებაა.

* ჩემპიონთა ლიგაზე რაჰიმ სტერლინგმა 44 გოლში (27+17) მიიღო მონაწილეობა, რაც ინგლისელ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

* „ჩელსიმ“ სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 25 წელი და 255 დღე იყო. ბოლოს უფრო ახალგაზრდა შემადგენლობა გუნდს 2019/20 წლების სეზონში ჰყავდა.

* „ჩელსიმ“ 2023 წელს პირველად გაიტანა ერთ მატჩში ერთზე მეტი გოლი. მარტში გამართულ ორ მატჩში გუნდს სამი გოლი აქვს, არადა, იანვარ-თებერვალში ერთად ოთხი გოლი გაიტანა.

* გრემ პოტერი მეორე ინგლისელი მწვრთნელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ეტაპი გადალახა. პირველმა ეს ჰარი რედნაპმა გააკეთა „ტოტენჰემთან“ ერთად 2010 წელს.

 

ბენფიკა-ბრიუგე 5:1 (2:0)

გოლები: 1:0 რაფა სილვა (38), 2:0 გონსალო რამოსი (45+2), 3:0 გონსალო რამოსი (57), 4:0 ჟოაო მარიო (71-პენ), 5:0 დავიდ ნერეში (77), 5:1 მეიერი (87)

ბენფიკა: ვლახოდიმოსი, ბა (63. ჟილბერტო), ანტონიო სილვა (88. ლუკას ვერისიმო), ოტამენდი, გრიმალდო, ფლორენტინო, ჩიკინიო (63. დავიდ ნერეში), ჟოაო მარიო (74. ჟოაო ნევეში), რაფა სილვა, აურსნესი. გონსალო რამოსი.

ბრიუგე: მინოლე, კლინტონ მატა (62. ოდოი), მეშელი, სილა, ბიუკენანი, ნილსენი, ვანაკენი (74. რიცი), სოვა (74. ნუსა), მეიერი, ლანგი (46. ონიედიკა), იარემჩუკი (62. იუტგლა).

ფაქტები

* „ბენფიკა“ ზედიზედ მეორედ გავიდა მეოთხედფინალში.

* ჟოაო მარიომ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა. ეუსებიოს შემდეგ „ბენფიკაში“ ასეთი რამ არავის გაუკეთებია.

* 21 წლისა და 260 დღის გონსალო რამოსი მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩში სამ გოლში (2+1) მიიღო მონაწილეობა. უფრო ახალგაზრდა ასაკში ეს გააკეთა ერლინგ ჰალანდმა 2021 წელს.

* „ბენფიკასთან“ ორრაუნდიანი დუელის წაგების შემდეგ, „ბრიუგეს“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს სკოტ პარკერი. ინგლისელმა ამ თანამდებობაზე 10 კვირა იმუშავა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 12-დან ორი მატჩი მოიგო.

* „ბენფიკას“ მთავარი მწვრთნელი როჯერ შმიტდი მე-12 გერმანელი სპეციალისტია, ვინც ესა თუ ის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა.