საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სტამბოლში, იაშარ დოგუს სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ოთხი მედალი მოიპოვა.
ქართული გუნდი თურქეთში გადახალისებული შემადგენლობით ასპარეზობდა. ჩვენმა ნაკრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.
70 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეჯიბრება ქართული ფინალით დაგვირგვინდა – ზურაბ იაკობიშვილმა ლევან ქელეხსაშვილს მოუგო. მესამე საპრიზო ადგილები კი ტარიელ გაფრინდაშვილმა (79 კგ) და გივი მაჭარაშვილმა 97 კგ) დაიკავეს.
