ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი იასპარეზებს | ჭიდაობა #1TVSPORT
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი იასპარეზებს | ჭიდაობა #1TVSPORT

დორტმუნდში დღეს სტარტს აიღებს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ჭიდაობაში.

პირველ დღეს წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ფალავნები 57, 65, 70, 79 და 97 კგ კატეგორიებში გამართავენ.

საქართველოს სახელით კი გიორგი გეგელაშვილი (57 კგ), გიორგი ჭოლაძე (65 კგ), დავით ფაცინაშვილი (70 კგ), ოთარ ადეიშვილი (79 კგ) და ლუკა ხუჭუა (97 კგ) იჭიდავებენ.

წინასწარი შეხვედრები 13:30 საათზე დაიწყება, ნახევარფინალები 20:00 საათზე გაიმართება.