ოთხი მატჩი ასიანთა კლუბამდე - კანკავა კობიაშვილს უახლოვდება #1TVSPORT
ოთხი მატჩი ასიანთა კლუბამდე - კანკავა კობიაშვილს უახლოვდება #1TVSPORT

თუ სასწაული არ მოხდა, ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრების ასიანთა კლუბში წელსვე მოხვდება. „ჯვაროსნების“ კაპიტანმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სტარტზე სამივე მატჩი ჩაატარა და ნაკრებში თამაშების რაოდენობა 96-მდე გაზარდა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 1990 წელს დააარსდა, საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობის უფლება კი 1994 წლიდან მიიღო. ამ 27 წლის განმავლობაში ლევან კობიაშვილი ერთადერთია, რომელმაც საქართველოს ნაკრებში 100 მატჩი ჩაატარა. ასე რომ კანკავას აქვს შანსი, „ჯვაროსნების“ ასიანთა კლუბის მეორე მოთამაშე გახდეს.

1 ლევან კობიაშვილი 100 (12 გოლი, 1996–2011)

2 ჯაბა კანკავა 96 (10 გოლი, 2004 -წლიდან)

3 ზურაბ ხიზანიშვილი 92 (1 გოლი, 1999–2015)

4 კახა კალაძე 83 (1 გოლი, 1996-2011)

5 გურამ კაშია 85 (2 გოლი, 2009–)

6 გიორგი ნემსაძე 69 (0 გოლი, 1992-2004)

7 ალექსანდრე იაშვილი 67 (15 გოლი, 1996–2011)

8 გიორგი ლორია 65 (2008-წლიდან)

9 გოჩა ჯამარაული 62 (6 გოლი, 1994-2004)

10 შოთა არველაძე 60 (26 გოლი, 1992-2007)

მოქმედი ფეხბურთელებიდან შემადგენლობაში ყველაზე მეტი მატჩი, ჯაბა კანკავასთან ერთად გურამ კაშიას აქვს ჩატარებული – მისი ფორმის და საქმისადმი დამოკიდებულებდიან გამომდინარე, სულაც არ არის გამორიცხული, ასიანთა კლუში ისიც მოხვდეს.

1 ჯაბა კანკავა 96 (10 გოლი, 2004 წლიდან)

2 გურამ კაშია 85 (2 გოლი, 2009 წლიდან)

3 გიორგი ლორია 65 (2008 წლიდან)

4 ვაკო ყაზაიშვილი 53 (11, 2014 წლიდან)

5 თორნიკე ოქრიაშვილი 44 (12 გოლი, 2010 წლიდან)