საფეხბურთო ტაიმაუტი | კახა ცხადაძე - პირველ ნომრად თამაში თუ გვინდა, საყრდენად კიტეიშვილი კანკავას უნდა შეუწყვილდეს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | კახა ცხადაძე - პირველ ნომრად თამაში თუ გვინდა, საყრდენად კიტეიშვილი კანკავას უნდა შეუწყვილდეს #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ეროვნულ გუნდში შეტევით პოტენციალზე ილაპარაკა.

კიტეიშვილი „დინამო თბილისში“ საყრდენად თამაშობდა და ჩემი აზრით, ეს მისთვის საუკეთესო პოზიციაა. გაიხსენეთ, საბერძნეთთან ლობჟანიძე კარის წინ რომ დატოვა – პირველად დავინახე, რომ ნაკრებში საყრდენმა შემტევს პასი მცველის ზურგსუკან მისცა“, – ამბობს კახა ცხადაძე.

მისი თქმით, შეტევის რესურსი არის, თუ გადაწყობა მოხდება და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველს, ოთარ კიტეიშვილს საყრდენ ნახევარმცველად გამოიყენებენ.

„როდესაც პირველ ნომრად თამაში გვინდა, კიტეიშვილის კანკავას გვერდით დაყენება შეიძლება, მათ წინ კი – ერთი შემტევი ფეხბურთელის. ეს გუშინაც შეიძლებოდა, მოგებაზე რომ გვეთამაშა“, – აცხადებს კახა ცხადაძე.