ოთხი ბრინჯაოს მედლის შანსი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე - თავისუფალი ჭიდაობა #1TVSPORT
ოთხი ბრინჯაოს მედლის შანსი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე - თავისუფალი ჭიდაობა #1TVSPORT

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები სოფიაში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ოთხი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ლუკა ღვინჯილია (57 კგ), ოთარ ადეიშვილი (79 კგ) და ლუკა ხუჭუა (97 კგ) ნახევარფინალურ შეხვედრებში დამარცხდნენ და დღეს,ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ. მეოთხე ქართველმა გიგი ქურხულმა (70 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილისთვის საჭიდაოდ ორი შეხვედრა უნდა მოიგოს. სოფიაში ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.

დღესვე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ფალავნები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში (61, 74, 86, 92 და 125) დაიწყებენ ასპარეზობას. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრები,რომლებიც დღეს იჭიდავებენ:

61 კგ – დავით აბდალაძე (ახალგაზრდებს შორის ევროპის მოქმედი (2022) ჩემპიონი და ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი. ჭაბუკებში ევროპის 2018 წლის ფინალისტი და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (2019) ბრინჯაოს პრიზიორი)

74 კგ – ლუკა ჩხიტუნიძე (ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი (2017) 15-წლამდელთა შორის)

86 კგ – დავით კოღუაშვილი (ახალგაზრდებში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი 23-წლამდელთა (2022) და ჭაბუკებს (2019) შორის)

92 კგ – ანდრო მარგიშვილი (ახალგაზრდებს შორის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი)

125 კგ – მერაბ სულეიმანიშვილი (ახალგაზრდებს შორის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი). საკვალიფიკაციო რაუნდების შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ნახევარფინალები – 17:45-ზე. ამ ხუთ წონით კატეგორიაში მედლები ხვალ, 17 აგვისტოს გათამაშდება.

დატოვე კომენტარი