ოთხდღიანი ძებნის შემდეგ კახეთში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ოთხდღიანი ძებნის შემდეგ კახეთში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

სამართალდამცავებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში მცხოვრები მერაბ ამბროსიძე ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შს სამინისტროში დაუდასტურეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მათივე ცნობით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სახლიდან ოთხი დღის წინ დილით ადრე გავიდა და აღარ დაბრუნებულა. თავდაპირველად ოჯახმა მისი პოვნა საკუთარი ძალებით სცადა, შემდეგ კი სამართალდამცველებს შეატყობინა.

სამძებრო პროცესში ჩაერთო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.