ოთხ ახალზელანდიელ პოლიტიკოსს ტაივანში ვიზიტის გამო ჩინეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, რასაც ახალმა ზელანდიამ „შემაშფოთებელი“ უწოდა
ოთხ ახალზელანდიელ პოლიტიკოსს ტაივანში ვიზიტის გამო ჩინეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, რასაც ახალმა ზელანდიამ „შემაშფოთებელი“ უწოდა

ოფიციალური პეკინი აცხადებს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ტაივანთან დაკავშირებით „ხაზს გადაკვეთენ, შესაბამის ფასს გადაიხდიან“.

შესაბამისი განცხადება ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინგმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ოთხი ახალზელანდიელი პოლიტიკოსი ტაივანში ჩავიდა და ამის გამო ჩინეთმა მათ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

მაო ნინგის განცხადებით, ახალზელანდიელი კანონმდებლების ვიზიტი არღვევს ერთი ჩინეთის პრინციპს და ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევას წარმოადგენს.

„ცოტა ხნის წინ ახალი ზელანდიის ზოგიერთმა კანონმდებელმა, ჩინეთის სერიოზული შეშფოთებისა და მტკიცე წინააღმდეგობის უგულებელყოფით, დაჟინებით მოითხოვა ჩინეთის ტაივანის რეგიონში ვიზიტი, რითაც დაარღვია ერთი ჩინეთის პრინციპი და ჩაერია ჩინეთის შიდა საქმეებში. კანონმდებლობის შესაბამისად, ჩინეთმა გადაწყვიტა, მიეღო ზომები ამ პირების წინააღმდეგ, მათ შორის აეკრძალა ქვეყანაში შესვლა“, – განაცხადა მაო ნინგმა.

მედიის ცნობით, ჩინეთმა ოთხ ახალზელანდიელ კანონმდებელს ერთი წლით აუკრძალა კონტინენტურ ჩინეთში, ჰონგ კონგსა და მაკაოში შესვლა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, პეკინის ამ ნაბიჯს ოფიციალური უელინგტონი გამოეხმაურა და „შემაშფოთებელი“ უწოდა.