ოთარ მამაგეიშვილი – კვარაცხელიასთან ერთად კვერნაძეც სასტარტო შემადგენლობაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე კარგ ფორმაშია #1TVSPORT

19:20, 25.09.2026

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას 20 საათზე დაუპირისპირდება. ერთა ლიგის ამ მატჩის წინ პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ნაკრების წევრმა ოთარ მამაგეიშვილმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

„მატჩის ძირითად შემადგენლობაში კვარაცხელიასთან ერთად გიორგი კვერნაძე მოხვდა. ორივე ერთი პოზიციის ფეხბურთელია. მწვრთნელმა ისინი ერთად დააყენა შემადგენლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე კარგ ფორმაშია. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს დღევანდელ შეხვედრაში. იმედი მაქვს, სამ ქულას მოვიპოვებთ“.

ოთარ მამაგეიშვილი ვილი სანიოლმა ნაკრებში გამოიძახა, თუმცა ტრავმის გამო საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდა.

მსგავსი