ავსტრიის საფეხბურთო ჩემპიონატში მეტად საინტერესო მატჩი გაიმართა ოთარ კიტეიშვილის „შტურმსა“ და „ლინცს“ შორის. შეხვედრის 84-ე წუთისთვის ანგარიში საყაიმო იყო – 3:3. გადამწყვეტი ქართველი ნახევარმცველის გოლი აღმოჩნდა, რომელიც მან 87-ე წუთზე გაიტანა. კიტეიშვილის გოლით „შტურმმა“ „ლინცი“ სტუმრად 4:3 დაამარცხა.
ოთარის გუნდს 9 ტურის შემდეგ 7 მოგება, 2 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო მატჩს ევროპის ლიგაზე „სელტიკსთან“ 23 ოქტომბერს გამართავს.