ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის კვირის ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT

15:17, 25.04.2026

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის კვირის ნაკრებში მოხვდა – ქართველი ფეხბურთელი რჩეულებში საერთაშორისო პორტალმა, sofascore-მა დაასახელა.

28-ე ტურის დაპირისპირებაში „შტურმი“ ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფში ლასკ-ს „გრაცში“ დაუზავდა – 1:1.

გიზი მამაგეიშვილმა 77-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც ოთარ კიტეიშვილმა უნაკლოდ შეასრულა.

29 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კონკურენტთან შეხვედრაში sofascore-სგან 7,8 ქულა მიიღო, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა და პორტალის შედგენილ კვირის ნაკრებში მოხვდა.

„შტურმის“ ქართველი ლიდერის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 14 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა და ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირია.

მსგავსი