ოთარ კახიძე - საქართველოს წინსვლა დამოკიდებულია, რამდენად სწრაფად დავაღწევთ თავს რუსეთის იმპერიის კლანჭებს
ოთარ კახიძე - საქართველოს წინსვლა დამოკიდებულია, რამდენად სწრაფად დავაღწევთ თავს რუსეთის იმპერიის კლანჭებს

ოპოზიციონერი დეპუტატის ოთარ კახიძის განცხადებით, საქართველოში ნატო-ს ოფიციალური წარმომადგენლობის ვიზიტი მიზნად ისახავს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, სუვერენიტეტის დაცვასა და პატივისცემას.

ჟურნალისტებთან საუბარში ოთარ კახიძე საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტს გამოეხმაურა.

„მივესალმებით, ნატო-ში გაწევრიანების საკითხის გააქტიურებას, რადგან საქართველოს უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და წინსვლა დამოკიდებულია, რამდენად სწრაფად გავწევრიანდებით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და რამდენად სწრაფად დავაღწევთ თავს რუსეთის იმპერიის კლანჭებს”, – განაცხადა კახიძემ.