ოთარ კახიძე - პასუხისგებაში უნდა მიეცნენ პირები, რომლებიც დავით სარალიძის მკვლელობას ხელს აფარებდნენ
ოთარ კახიძე - პასუხისგებაში უნდა მიეცნენ პირები, რომლებიც დავით სარალიძის მკვლელობას ხელს აფარებდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი უზნეოდ იქცევა, როცა დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ დავით სარალიძის მკვლელობაში მხილებულ პირს პრაქტიკულად თვითონაც ხელს აფარებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ოთარ კახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ასევე უზნეობაა, რომ საგამოძიებო ორგანოების მხრიდან დღემდე ოფიციალურად დაუდგენელია დავით სარალიძის მკვლელი, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო კომისიის დასკვნით, ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობის მხრივ მ.კ.-ს ბრალეულობა იკვეთება.

„პასუხისგებაში უნდა მიეცნენ პირები, რომლებიც მკვლელობას ხელს აფარებდნენ. ესენი არიან – ზვიად ფხაკაძე, ირაკლი ფიფია და ირაკლი შოთაძე“, – აღნიშნა კახიძემ.

საპარლამენტო ოპოზიცია შს მინისტრ გიორგი გახარიასა და მთავარ პროკურორ  შალვა თადუმაძეს ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტში იბარებს. თავის მხრივ, შსს მზადყოფნას გამოხატავს, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში გამოცხადდეს.