ოთარ კახიძე - არ შეიძლება, პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე ჩაიაროს იმ ველურობამ, რაც კონკრეტულმა დანაყოფებმა გამოიჩინეს აქციის მონაწილეების მიმართ
ოთარ კახიძე - არ შეიძლება, პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე ჩაიაროს იმ ველურობამ, რაც კონკრეტულმა დანაყოფებმა გამოიჩინეს აქციის მონაწილეების მიმართ

არ შეიძლება, პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე ჩაიაროს იმ ველურობამ, რაც, სამწუხაროდ, კონკრეტულმა დანაყოფებმა გამოიჩინეს აქციის მონაწილეების მიმართ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კახიძე განაცხადა.

„პროტესტი გრძელდება. დარჩა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნა და ჩემი აზრით, საზოგადოების უკმაყოფილების განსამუხტად და სიტუაციის დასამშვიდებლად ყველაზე გონივრული ნაბიჯი იქნება, ხელისუფლებამ გადააყენოს ის მინისტრი, რომლის პოლიტიკური პასუხისმგებლობაც არის ჩვენი მოქალაქეების დასახიჩრება და ის სისასტიკე, რაც მაშინ პოლიციამ გამოიჩინა გავრილოვის ღამეს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, ქვეყანა უნდა გადავიდეს სხვა რეჟიმზე.

„უნდა დავსხდეთ მაგიდასთან და პროპორციული სისტემით შესაბამისი ცვლილებები შევიტანოთ კანონმდებლობაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური კრიზისის განსამუხტად და პრევენციისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, რათა შეღავათი ნახოს ჩვენმა მოქალაქეებმა. რაც შეეხება ამ მოთხოვნას, ეს არის მოთხოვნა, რომელსაც ყველა პარტია, საზოგადოების ყველა ფენა იზიარებს, რადგან არ შეიძლება, პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე ჩაიაროს იმ საკითხმა და იმ ველურობამ, რაც სამწუხაროდ კონკრეტულმა დანაყოფებმა გამოიჩინეს აქციის მონაწილეების მიმართ“, – აღნიშნა ოთარ კახიძემ.

კითხვაზე, პოლიტიკოსები თუ დაიკავებენ დღევანდელ აქციაზე ტრიბუნას, მაგალითად „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ეს აქციის ორგანიზატორების გადასაწყვეტია.

„ევროპული საქართველოდან“ ელენე ხოშტარია გამოდის ხოლმე ძირითადად. ეს არ არის რომელიმე პარტიის აქცია. ეს არის საზოგადოებრივი აქცია. პოლიტიკოსებიც საზოგადოების ნაწილია და ყველას, სხვადასხვა პარტიის სპიკერები გამოდიან. ძირითადი ნაწილი ყველამ იცით და ხედავთ, რომ არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, საზოგადოების არაპარტიული წევრები და ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.